სპორტი

‘ქალის ადგილი საწოლშია’, წითელ-ყვითელი ბარათით ჯიბეში

-‘შენ დროშა კი არა ტაფა უნდა გეჭიროს’!..           
-‘ქალის ადგილი საწოლშია’…
-‘ქალმა უნდა ზარდოს ბავშვები’…
-‘ქალს რა უნდა სტადიონზე’…
-‘ქალმა რა იცის ფეხბურთის’…
-‘ბაკავოი აწიე მაგ დროშა, შენ აგწია ოთხმა’…
-‘დამპალო ბეკეკა’…
– ‘სუდია ლეზბოსელი’!…

ეს იმ ფრაზების არასრული ჩამონათვალია, რისი მოსმენაც ქალ მსაჯებს სტადიონზე უწევთ.

ერთ-ერთი რთული და დაძაბული თამაში სამსაჯო კარიერაში. ბრძოლა პირველი ადგილისთვის. თამაში, რომელიც წყვეტს ჩემპიონის ვინაობას. კალენდარზე 2020 წლის 4 ოქტომბერია, საათი 14:00 უჩვენებს.
სტადიონის ცენტრალურ წრეზე მდგომი ფეხბურთელები და მსაჯები ესალმებიან ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივრებსა და სათადარიგო სკამებზე მსხდომ ფეხბურთელ-ხელმძღვანელებს. მთავარი არბიტრი მონეტას ჰაერში აგდებს. მასპინძლების კაპიტანი ირჩევს კარს, რომელსაც პირველ ტაიმში შეუტევს.
სამახსოვრო ფოტო, მატჩის ოფიციალური პირებისა და გუნდის კაპიტნების.
სასტვენის ხმა და დაიწყო გადამწყვეტი მატჩის პირველი ტაიმი. მღელვარება პიკს აღწევს ტრიბუნებზე, ასევე ფეხბურთელებში. მასპინძლების შეტევა პირველსავე წუთებზე და სტუმრების წესების უხეში დარღვევა.
მკაცრი სასტვენი!!!
ირგვლივ სიჩუმე.
არბიტრი მთელი სისწრაფით გარბის საჯარიმოსთან, სადაც ინციდენტი მოხდა.
მაყურებლის ყიჟინა:- პენალტი… პენალტი… სუდია მოკლა კაცი… პენალტი… დაბრმავდი სუდია?!
არბიტრს დაახლოებით 5 წამი დასჭირდა მანძილის დასაფარად. გრძელი 5 წამი, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი პირველსავე წუთებზე.

‘ეს ხუთი წამი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი და რთული წამები იყო, რომელიც საუკუნედ მეჩვენებოდა თან თითქოს არც მყოფნიდა მომხდარი ეპიზოდის გასაანალიზებლად. კადრებად დავჭერი გონებაში ეპიზოდის თანმიმდევრობა და მივიღე ურთულესი გადაწყვეტილება. შორტის უკანა ჯიბისკენ წავიღე ხელი, სრული სიმტკიც ამოვიღე წითელი ბარათი და ვუჩვენე მეკარეს. ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მეკარემ საჯარიმოს გაარეთ ბურთზე ხელით ითამაშა. მეტოქეს წაართვა აშკარა გოლის გატანის შესაძლებლობა და უბურთო მეტოქეზე გადამეტებული ძალა გამოიყენა. ეს იყო აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება წესების მიხედვით. მაგრამ აქ იყო დიდი მაგრამ… თამაშის დაწყებიდან მხოლოდ 54 წამი იყო გასული.. პირველივე წუთზე ერთ-ერთი გუნდი კაცნაკლული რჩებოდა ჩემი გადაწყვეტილებით.
გააზრებული მქონდა ფინალური მატჩის სიმძიმე და სირთულეები. ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი წნეხისთვის, მაგრამ ფაქტის წინაშე დგომა ძალიან რთული აღმოჩნდა…
მეკარემ დატოვა სტადიონი და დადგა თამაშის განახლების დრო. ეს ცალკე სადავო მომენტი აღმოჩნდა. ყველა ელოდა პენალტს. არ დავნიშნე პენალტი, რადგან დარღვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა. თამაშის განახლებას თავდამსხმელი ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, მათ ორი გაფრთხილება ყვითელი ბარათით მივეცი.’

სტანდარტულიდან გოლი გავიდა და ანგარიში გაიხსნა. მასპინძლები დაწინაურდნენ.
ტრიბუნაზე სრული ქაოსი სუფევდა. გაბრაზებული გულშემატკივარი საშინელი სიტყვებით ‘ამკობდნენ’ მატჩის არბიტრს:
-მკვლელოო!!
-შენნაირები კლავენ ფეხბურთს!!
-აეე სუდია!! (გამაყრუებელი სტვენა)
საფინალო სასტვენი.
ანგარიში 3:2 მასპინძლების სასარგებლოდ დასრულდა.
მსაჯები დცვამ გააცილა გასახდელამდე.

 

 

მატჩის მთავარი არბიტრი

გამარჯობა. 
ამ რთული ფინალური მატჩის არბიტრი მე ვიყავი. ქალი მსაჯი, რომელმაც გაბედა და საქართველოში დოგმად ქცეულ ‘მამაკაცურ სპორტში’ ფეხი შედგა. დიახ ქალი მსაჯი, რომელმაც იცის ფეხბურთის წესები არა მხოლოდ თეორიულად.. ქალი, რომელსაც შეუძლია წამის მეასედში მიიღოს ურთულესი გადაწყვეტილებები მოედანზე. რასაც შეიძლება 22 ფეხბურთელის პროტესტი და გულშემატკივრის მსგავსი შეძახილები მოჰყვეს.
სამი წელია ვემსახურები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით გამართულ მატჩებს.
სამწუხაროდ მსგავსი შეურაცხყოფის მოსმენა მომიწევს ძალიან ხშირად და დიდხანს, რადგან ფეხბურთი ეს ჩემი ცხოვრებაა..
ჩემი ცხოვრება მოედნის, სასტვენისა და დროშების გარეშე წარმოუდგენელია.

 

 

ავტორი: სოფო წულაია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *