კულტურა ხელოვნება

პოსტმოდერნიზმის ბლოგერი- გოგი გვახარიას ბლოგის შესახებ

ორიოდ სიტყვა გოგი გვახარიას ბლოგის შესახებ

გიორგი (გოგი) გვახარია – ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია.

შესაბამისად, მისი ბლოგებიც ხელოვნებას უკავშირდება და საინტერესო, დამახასიათებელი წერის სტილით გვიყვება თანამედროვე ხელოვნებისა და ხელოვანთა შემოქმედებების (არამარტო) შესახებ.
გოგი გვახარიას ბლოგები ძირითადად იმ ადამიანთათვის არის, ვინც დაინტერესებულია კინემატოგრაფიით, ფესტივალებით და აქტიურად ადევნებს თვალს მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
საინტერესო სათაურებით, ენამოსწრებითა და ჯანსაღი, კონსტრუქციული კრიტიკული მსჯელობით განვითარებული ბლოგები თავდაპირველად ინტერესს აღძრავს, აუდიტორიის ყურადღებას ბოლომდე მიიპყრობს და მუდმივად საინტერესო ინფრომაციის მოლოდინში ამყოფებს მკითხველს.

ვენეციის კინოფესტივალი და რომან პოლანსკის “Me Too”

გოგი გვახარია თავის ბლოგში

ვენეციის კინოფესტივალზე, რომან პოლანსკის ფილმთან დაკავშირებით წერს –

“პოლანსკის ფილმი შესანიშნავი ფილმია ავტორის ბიოგრაფიის გარეშეც. მაგრამ რა ვუყოთ ამ ბიოგრაფიას? თავიდან ხომ არ ამოვიგდებთ? ვუყურებთ ფილმს “მე ბრალს ვდებ”, ვუყურებთ ალფრედ დრეიფუსის სასამართლო პროცესს, გამოხატულს ნუანსებით, მზერათა თამაშით, ხმის და ფერების ტონებით თამაშით , ვუყურებთ მხატვრული სახეებით შეიძლება ითქვას გადატენილ ფილმს,რომელიც იწყება როგორც სატელევიზიო ნოველა და სრულდება როგორც ეპიკური დრამა… ვუყურებთ და მაინც რომან პოლანსკი გვახსენდება – 87 წლის დევნილი-ბოროტმოქმედი, რომლის ბიოგრაფია დრეიფუსისაზე არანაკლებ დრამატულია”

 

ჟურნალისტების წინასწარმეტყველება არ გამართლდა. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი ხელმძღვანელობდა, გაითვალისწინა პროფესიონალი კინოკრიტიკოსების შეფასებები და შაბათ საღამოს ვენეციის „მოსტრას“ გამარჯვებულებად დაასახელა სწორედ ის ფილმები, რომლებსაც კრიტიკოსები საუკეთესოებად მიიჩნევდნენ. დიდ ფესტივალებზე შეგვაჩვიეს უკვე: კინოკრიტიკოსების ნაქები ფილმები ჟიურის, როგორც წესი, ნაკლებად მოსწონს. მერე ფესტივალები სრულდება და იწყება ჟიურის წევრებზე ქილიკი, იმის მტკიცება, რომ „ა“ კლასის კინოფესტივალებზე – ბერლინში, კანსა და ვენეციაში – ჟიურის გადაწყვეტილებას პოლიტიკური და „საბაზრო“ კონიუნქტურა განსაზღვრავს.

ასეთი მხატვრული სახით დასრულდა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი. დაკრძალული სტალინით, ახლად დაბადებული რუსი გოლიათით და საშინელი ამინდით, ქარიშხლით, რომელმაც, ცოტა არ იყოს, შეგვაშინა კიდეც. არაა სასიამოვნო კუნძულზე ყოფნა ქარიშხალში. მით უმეტეს, როცა ცოტა ხნის წინ შენი ქვეყნის, შენი ხალხის ბნელით მოცული წარსული გაგახსენეს.

დადუნა დოლიძე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *