გარემო კულტურა

მოიშინაურე და ნახავ რა მოხდება

ახლა სიტყვით რომ გამოვიდე და გითხრათ ‘’ყველა ადამიანს ერთი შინაური ცხოველი რომ ყავდეს დედამიწა განიწმინდებოდა ავისმომასწავლებელი ფიქრებისგან მეთქი’’ ალბათ გაგეღიმებათ და იქნებ გაწკეპილ-დავარხნილი მქადაგებელნიც გაგახსენდეთ ამ შეგონებაზე, რომლებიც დადიან და გიყვებიან ასე და ისეაო უკეთესი. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს სხვა შემთხვევაა და დედამიწას რომ თავი გავანებოთ თქვენი ცხოვრება ყველა რაკურსით დადებითად შეიცვლება , გამოგიმუშავდებათ ახალი ჩვევები , რომლები შესაძლოა სრულიად სცილდებოდეს გენეტიკურ თუ ბავშვობაში გამომუშავებულ ჩვევებს.

ასე შინაური ცხოველის ‘’გაპიარება’’ რომ არ გამომივიდეს მოგიყვებით ჩემსა და ჩემი ვის ამბავს, ვი ჩემი თანამგზავრი კატაა, რომელსაც სამი ფეხი და ერთი ხელი აქვს, ასეთი დაიბადა, განსხვავებული, ძირითადად ამ განსხვავებას ადამიანები გენეტიკურ პათოლოგიას ეძახიან , თუმცა მას შეუძლია მისი ერთი ხელით ყველა კარი თუ ფანჯარა გახსნას, მე გეტყვით რატომაა კეთილი მისი თათები და რატომ მომინდა ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ მომეყოლა .

გორიელა ჩემი სახლის უხუცესი კატაა და სახელის შესაბამისად დაგორავს, გაზულუქებული და ზარმაცია, თუმცა ერთი უცნაური ჩვევა აქვს, თუ ქუჩაში უპატრონოდ , ბედის ანაბარად მიტოვებულ კნუტს გადააწყდება პირს კისერში ავლებს და სახლში მოჰყავს, გორიელას სიკითის დამსახურებით ჩემს უმეტეს მეგობარს თუ ნაცნობს უკვე ჰყვს საკუთარი შინაური ცხოველი. ამ წვრილმანი დეტალებით იმის ხაზგასმას ვცდილობ, რომ მათ სიკეთის და სიყვარულის მეტი ფაქტობრივად არაფერი მოაქვთ, მაგრამ ყოველთვის არსებობს მეორე მხარე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ სასტუმროებში ძნელად თუ მოხვდები მათთან ერთად, რადგან არასწორი წარმოდგენების გამო გარკვეული სოციუმისთვის ცხოველი ‘’სიბინძურესთან’’ და ‘’საშიშ არსებასთან’’ ასოცირდება.
-‘’ ყავას დავლევდი მარა, სახლში კატა რომ გყავს არ შემიძლია’’

‘’ეს ჩვეულებრივი კატა არაა ხო? დეკორატიული ყვავილივითაა.
-რატომ ქალბატონო?
-ჩემი ეზოს კატა აქამდე მარშუტკაში თაგვსაც კი იპოვიდა ისეთი ველურია, ასე წყნარად როგორ უნდა გაჩერდეს თუ ჩვეულებრივი კატაა?
-ის უბრალოდ ჭკვიანია, და მიჩვეულია მგზავრობას’’
დაახლოებით ასეთია ხოლმე ჩემი დიალოგები , როდესაც მარშუტკით ვმგზავრობ, თუ რა თქმა უნდა , ვინმემ არ გადმომხედა და მხოლოდ ერთი მარცვლით არ შემოიფარგლა ‘’ფთუ’’.
და მაინც რატომ ვწერ ამ ყველაფერს? რადგან პირდაპირპროპორციულად შემეხო მსგავსი საკითხები, აქამდეც ვიცოდი, რომ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ძირითადად პატრონები ტოვებდნენ ძაღლებს თუ კატებს ეპილეფსიის თუ მრავალი მიზეზით , როდესაც აღმოაჩენენ ხოლმე რომ იმაზე მეტი მზრუნველობა სჭირდებათ, ვიდრე ელოდნენ მიტოვებას არჩევენ. ასე გაივსო თავშესაფრები ჯიშიანი ძაღლებით , რომლებშიც ყოფილმა პატრონებმა თავის დროზე არც ისე ცოტა ფული გადაიხადეს. სანამ მოიშინაურებ ბევრი რამ უნდა გაიგო მათზე, მაგალითად ზოგჯერ ცხოველებს ახასიათებთ უეცარი მოშარდვა სიხარულის ან შიშის დროს, თუმცა ამას შეგიძლია გადააჩვიო , მადლიერი გახადო შენი ზრუნვისთვის და მიიღო გაათმაგებული სიკეთეები მათგან. თუმცა ზოგჯერ გარემოც ხელს გვიწყობს რაღაცნაირად მოვერიდოთ დამატებით პასუხისმგებლობას , რადგან მე თვითონაც ხშირად გამჩენია კითხვა ‘’კი მაგრამ სადაა ჩემი 2 კილოიანი კატის ადგილი?’’ თუ არა სასტუმროში, არა ტაქსიში და არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

მედეა ლეკაშვილი
მოიშინაურე ცხოველები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *