მედიცინა

დიაბეტი და ორსულობა

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, “ულმობელი მარშით” ვრცელდება შაქრიანი დიაბეტის ეპიდემია. სტატისტიკის თანახმად ყოველ 11-ე დიაბეტიანი ადამიანი ქალია, რომლის ცხოვრებაშიც ორსულობის პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია. რა უნდა გაითვალისწინოს დიაბეტიანმა ქალმა და რა რისკებტან არის დაკავშირებული ორსულობა.დიაბეტიანი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ოსულობის პერიოდი, რომელიც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი, პროგრამის “დიაბეტი და ორსულობა” დირექტორი ნატალია ასათიანი აღნიშნავს რომ, ორსულობა დიაბეტის დროს სახიფათოა, როგორც დედისთვის ისე ნაყოფისთვის და შესაძლოა ძალიან მძიმე გართულებები მოჰყვეს.

გესტანციური დიაბეტი

ორსულობის პერიოდში მაღალმა შაქრმა  შესაძლებელია განავითაროს ნაყოფის დიდი წონა. ყველაზე საშიში გართულებები სიმახინჯეები ან მკვდრად შობადობა. რაც შეეხება დედას ანუ ქალბატონს შაქრიანი დიაბეტით შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები, როგორიცაა  მრავალ წყლიანობა და  შესაძლებელია მდგომარეობა ისე გართულდეს ორსული დაიღუპოს. ეს შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ჩასახვის მომენტში დეკომპენსირებულმა შაქარმა. ანუ შაქრიანი დიაბეტი არ არის კომპენსირებული და გვაქვს შაქრის მაღალი რიცხვები. მაგრამ თუ შაქრიან დიაბეტს სწორად მართავ და თუ ორსულობა დაგეგმილია  წინასწარ, მაშინ სიკვდილიანობის რისკი არის იგივე რაც ჯანმრთელ პოპულაციაში. შაქრიანი დიაბეტის დროს საჭიროა და აუცილებელია წინასწარი მომზადებნა.

– თქვენ მეკითხებით უშუალოდ მშობიარობის შემდეგ ახალშობილს თუ შეიძლება ჰქონდეს შაქრიანი დიაბეტი? ეს უკვე არის ნეონატალური დიაბეტი(დაბადებიდან 30 დღეში გამოვლენილი დიაბეტი) და ძალიან იშვიათად გვხვდება, 10 000 შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთი. რაც შეეხება გენეტიკას. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი არის გენეტიკური დაავადება

 

რეკომენდაციებუი მშობიარობის შემდეგი ოპერიოდისთვის

ენდოკრინოლოგი გასცემს სპეციალურ რეკომენდაციებს მშობიარობის შემდეგი პერიოდისტვის. თუ ქალს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა ორსულობამდე და შეიძლება ასეთი დიაბეტის ხანგრძლივობა იყოს 20 წელი, ასეთ პაციენტებს მშობიარობის შემდეგ აუცილებლად უნდა  აკონტროლონ შაქარი დღეში რამდენჯერმე. ექიმი ნატალია ასათიანის რჩევაა ასეთ შემთხვევაში, რომ ორსულობის შემდეგ პაციენტმა შეინარჩუნოს კომპენსირებული დიაბეტი. იმისთვის, რომ ქალმა გააჩინოს მეორე, მესამე ბავშვი. თუ გესტანციური დიაბეტი ჰქონდა დედას, აქ რეკომენდაცია არის წონის კონტროლი და დიეტის დაცვა, ეს იმისთვის, რომ არ განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი.

ავტორი: ნათელა ფაჩულია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *