კულტურა სოციუმი

კულტურული იდენტობა და ინდივიდი.

 

დედაჩემი ხარ? მამაჩემი ხარ? მალე მოკვდები? გიჭირს გრძნობების , ემოციების, სექსუალური ლტოლების მოთოკვა და შემდეგ ამაზე არსინანული? ასეთი რამეები არ გასწავლეს? შეეჩვიე ყოფიერების რაობას? ადამიანებს უამრავი კითხვა გვიჩნდება ყოველდღიურად, ამ კითხვებს ჩვენთვის საჭირო პასუხებს ვუძებნით; გარემოდან, ლიტერატურიდან, ფილმებიდან, მეგობრების დახმარებით, სხვისი გამოცდილების გადააზრებით და ბოლოს ისე ვაფორმირებთ და იმ მოცემულობამდე დაგვყავს, რაც ჩვენ გვინდა და გვჭირდება. ყოველთვის არსებობდა ცნებები, ‘’ჩვენ’’ და ‘’სხვა’’ ჯგუფებისა, ამ ჯგუფების განმსაზღვრელად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტერიტორია, რელიგია, ენა და მრავალი სხვა საერთო და განმსაზღვრელი მასახიათებელი.იდენტობა ადამიანის წარმოდგენაა საკუთარ თავზე, რომლის გავლენითაც იკავებს თავის ადგილს. ადამიანის ინდივიდუალურობა რამდენიმე ისტორიულ კატეგორიას მოიცავს, მათ შორის სუბიექტურობას. ჯონ ლოკის თეორიის მიხედვით ადამიანი შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში, მაგრამ ის მაინც იცნობს საკუთარ თავს. განმანათლებლობის კონცეფციის მიხედვით ცნობიერება საკუთარი თვითობის გაცნობიერებაა. ადამიანში ერთდროულადაა  როგორც ინკლუზიური, ასევე ექსკლუზიურიიდონტობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ერთმანეთს აკორექტირებენ და ავსებენ.

სოციალურ მეცნიერებაში გამოიყოფა სოციალური იდენტობა, ეთნიკური იდენტობა, კულტურული იდენტობა და ჯგუფური იდენტობა. იდენტობის მექანიზმს მნიშვნელოვანი როლი უკავია კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაში და მის გადაცემის პროცესში.

თვითიდენტიფიკაცია საკმაოდ ღრმა ბავშვობაში იწყება და ნელ-ნელა პიროვნულ იდენთიფიკაციას ეზრდება კულტურული, (კოლექტიური იდენტობის ნიშან-თვისებები) რადგან ჩვენ ვიბადებით კონკრეტულ ოჯახში თუ გარემოში, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ‘’გავლენით’’ გვაქვს ბმა წარსულთან, ვისმენთ ისტორიებს ამა თუ იმ დროსა და მოვლენებზე, ვხედავთ წინაპრების ფოტოებს, ხელებს იგივე აბაზანაში ვიბანთ სადაც (პირობითად) ჩვენი დიდი ბაბუა იბანდა და იმავე სარკეში ვიყურებით. შეუმჩნევლად სოციოკულტურული გარემო ჩვენს ინდივიდუალურ იდენტობას გარკვეული დანამატებით ავსებს.

კულტურულ, ეროვნულ იდენტობას  რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს. პირველია ფსიქოლოგიური მახასიათებელი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანთა დაახლოებაში და იმ აზრის გაცნობიერებაში რომ ისინი ერთი ერის წარმომადგენლები არიან.მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნული იდენტობის განზომილებები სუბიექტურია, ხოლო სოლიდარობის განცდა ირაციონალური, თუმცა ეს თუ მართლა ასეა საუკუნეების მანძილზე რა აიძულებდათ ადამიანებს საკუთარი ერისა და ტერიტორიის გამო სიცოცხლეს რომ სწირავდნენ(?).

კულტურის მახასიათებლებს უდიდესი როლი უკავია საერთო არამატერიალურ ფასეულობებს, ადათ- წესებს, ენას, რელიგიას და ყველაფერს რაც თაობებს გადაეცემა.  სწორედ კულტურული ელემენტები განაპირობებს სოლიდარობის განცდას.

კოლექტიური კულტურული იდენტობა  ყალიბდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში და  დაკავშირებულია კოლექტიურ მეხსიერებასთან. ამ ფენომენთა ისტორიულობისა და, მათი სოციალური არსის გამო, ნათელია, რომ ამ კუთხით წარსულის რეპრეზენტაციისას აუცილებელია სოციალური თეორიების გათვალისწინებაც.  ამგვარად, ისტორიკოსებს უჩნდებათ შესაძლებლობა ისეთი დეტალების დაზუსტებისა და ანალიზის, რომლებიც რეალურად უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენენ ისტორიული პროცესის განვითარებაზე, თუმცა ტრადიციული თვალთახედვთ უყურედღებოდ რჩებოდა.

 

ფსიქოლოგი უილიამ ჯემსიმ იდენტობა განსაზღვრა, როგორც ‘’პიროვნების იგივეობის ცნობიერება’’, მისი აზრით იდენტობა სტაბილური სუბსტანციაა, რომელიც დროსა და სივცეში მუდმივობას ინარჩუნებს. უილიამ ჯემსიმ სელფს ‘’ფსიქოლოგიის ყველაზე თავსატეხი თავსატეხი’’ უწოდა. ჯემსისთვის იდენტობა სელფ-რეფლექსიის შედეგია და ინდივიდუალური საქმიანობის ნაყოფია. ამერიკელი პერსონოლოგი გორდონ ოლპორტი თვლის , რომ ადამიანს სჭირდება თვითიგივეობის შეგრძნება, ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი ამჟამინდელი ‘’მე’’ განგრძობითი პროცესის შედეგია და იგივე პიროვნებები არიან რაც იყვნენ. წინა კამერაში არეკლილი სახე ჩემი იდენტობაა? სარკეში ჩემი ანარეკლი ვარ? მსოფლიოში უდიდესი პროცენტი შეპყრობილია სელფომანიით, იქნებ მართლაც შესაძლებელია ‘’ბევრი მე ‘’ ადამიანს საკუთარ თავში მეტად აჯერებდეს? უამრავი რაციონალური და ირაციონალური შეხედულება გვხვდება, რომლებიც სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ სელფის და იდენტობის მნიშვნელობას. იდენტობისა და სელფის ცნებების მიმართ სოციალური მეცნიერებაც დაინტერესებულია, ბევრი მეცნიერი სელფსა და იდენტობას აიგივებს, თუმცა მათ შორის არის განსხვავება. სელფი, შეიძლება ითქვას, რომ იდენტობასთან შედარებით ფართო ცნებას წარმოადგენს. იუენსი  ფიქრობს , რომ ‘’სელფი წარმოადგენს გრძნობების , სელფ-რეფლექსიების,(თვით-არეკვლა/დაკვირვება) ენის,მოტივებისა და იდენტობის რეპრეზენტაციას’’. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,სელფი ერთიანი შინაგანი სტრუქტურის მქონე  მთლიანობის მაფორმირებელი და ფსიქიკური პროცესების გამამთლიანებელიპერმანენტული პროცესია.შესაბამისად, იდენტობა სელფის გადამწყვეტ ელემენტს წარმოადგენს. იდენტობა განსაზღვრავს სელფის (პიროვნების)ვინაობას და კონკრეტულ მომენტებში მასთან დაკავშირებულ მოლოდინს. გამოდის რომ იდენტობა სელფის ერთ -ერთი ასპექტია ნებისმიერ შემთხვევაში და სელფის თვისებებს იდენტობაზე დაკვირვების შემთხვევაშიც დავინახავთ.

საინტერესო თეორია აქვს იდენტობაზე ჯორჯ ჰერბერტს, რომელიც თვლიდა , რომ იდენტობა არ წარმოადგენს სტაბილურ და სუბსტანციურ წარმონაქმნს, არამედ დინამიკური მოცემულობაა. მისი თეორისს თანახმად სელფი ‘’სხვა სოციალურ ელემენტებთან ურთიერთობაში განსაზღვრავს თავის თავს, და საკუთარ თავში მოიცავს სხვა ადამიანების მიერ გამოთქმულ შეფასებებს საკუთარი თავის შესახებ. ეს თეორია განავითარა არვინ გოფმანმა, მისი თეორიის მიხედვით ადამიანი სიტოაციის შესაბამის იდენტობას ირგებს და ამ კონკრეტული ‘’როლების’’ შესაბამისად იქცევა. გოფმანის თეორიის ერთ-ერთი იდეაა ის, რომ ინდივიდუალური სელფი კონკრეტული, სპეციალური სიტოაციით განისაზღვრება. ამ იდეის თანახმად შესაძლოა ადამიანებმა სხვადასხვა  როლი მოირგონ და ისიც შესაძლებელია, რომ ერთსადაიმავე როლს შესაძლოა სრულიად განსხვავებული ადამიანებეი ასრულებდნენ. უამრავი თეორია არსებობს  ამ საკითხზე, თუმცა ბოლოს მინდა გორდონ გელაპის საინტერესო  კვლევა შემოგთავაზოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბიოფსიქოლოგმა ერთმანეთს შეადარა სტანდარტულ სოციალურ გარემოში და იზოლაციაში გაზრდილი შინპანზეთა შერჩევები, რომლის შედეგიც ასეთი იყო, სოციალურ გარემოში გაზრდილი შინპანზეები ადვილად ახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, ხოლო იზოლაციაში გაზრდილი თვითამოცნობის ვერანაირ ნიშანს ვერ ავლენდა, ისინი ვერ ხვდებოდნენ ვის უყურებდნენ სარკეში. ესეც ამყარებს  იმ თეორიის სანდოობას და ცხადყოფს, რომ არ არსებობს სელფი თუ იდენტობა გარემო კომპონენტების გათვალისწინების გარეშე. ამ მაგალითით იმის ხაზგასმაც შეიძლება რომ კულტურულ ‘’სოციალურ’’ იდენტობას აქვს გავლენა ინდივიდის იდენტობაზე.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *