სოციუმი

დიაბეტის საერთაშორისო დღე

14 ნოემბერი -დიაბეტის მსოფლიო დღე.

დიაბეტის საერთაშორიო  ფედერაცია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1991 წლიდან ყოვეწლიურად 14 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.  დიაბეტის მსოფლიო დღე გაეროს მიერ აღიარებულ იქნა ოფიციალურ საერთაშორისო დღე.http://www.bochorishvili.ge/4213/

რატომ  14 ნოემბერი?

14 ნოემბერი მეცნიერისა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატის ფედერიკ ბანტინგის დაბადების დღეა. ბანტინგმა ჩარლზ ბესტთან ერთად 1922 წელს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსულინის აღმოჩენაში. დიაბეტით დაავადებულებს სიცოცხლის შენარჩუნებაში სწორედ ეს პრეპარატი ეხმარება.

დიაბეტის საერთაშორისო დღეს 160 ქვეყანაში აღნიშნავენ და მათ შორის საქართველოში.

მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ.

,,ყოველი წლის 14 თებერვალს ჩვენ მივდივართ ჟვანიას სახელობის ბავშთა ენდოკრინოლოგიურ ცენტრში, გვაქვს გარკვეული საინფორმაციო ონისძიებები, ვაცნობთ მშობლებს სიახეებს და ესე ხდებოდა დღEმდე, თუმცა ვინიდან დღეს ქვეყანაში არის პანდემია და ეს ბავშვები არისნ რისკ ჯფუფებში დამატებითი საფრთხის შექმნა არ გვინდოდა.ჩვენ პროდუქცია მივაწოდეთ სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც გადასცეს ბავშვებს. ესე ავღნიშნეთ პანდემიის პირობებში უკონტაკტოდ დიაბეტის საერთაშორისო დღე.“- დიაბეტის საინფორმაციოს დამფუძნებელი საქართველოში ნიკა ასვანუა.

21-ე საუკუნის დაავადება,  სამეფო დაავადება ეს ის ზედმეტ სახელებია, რომლებიც ასოცირდება დღეს-დღეობით  დიაბეტთან. შაქრიანი დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და იწვევს ნაადრევ ინვალიდიზაციას  და ავადმყოფთა მაღალ სიკვდილობას. დიაბეტის გავრცელების მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 2%-დან 6%-მდე მერყეობს. დღეისათვის ჩვენს პლანეტაზე 110-120მლნ დიაბეტით დაავადებული ადამიანია. ყოველ 12-15 წელიწადში მათი რაოდენობა ორმაგდება. 2030 წლისათვის მათი საერთო რიცხვი, ექსპერტების თვალსაზრისით, სულ მცირე 386 მლნ. ადამიანს მიაღწევს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს დიაბეტის განვითარებისთანავე დაუყოვნებლივ ეფექტური მკურნალობის დაწყებას.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *